ჩვენს შესახებ

 დღეისათვის კომპანია ICW ლიდერი საწარმოა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც ავტო-სამრეცხაოების ბიზნესში წარმატებით ნერგავს ახალ მიმართულებას - თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოებს, რომელთაც კარგა ხანია დიდი პოპულარობა მოიპოვეს ევროპის ყველა ქვეყანაში და ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც იწყებენ გავრცელებას.

 ყველას, ვინც მზადაა გაუსწროს ბაზრის მოთხოვნებს, ჩვენ ვთავაზობთ მაღალრენტაბელურ ავტო-სამრეცხაო ბიზნესს.

 ჩვენ მოგაწვდით კომპლექსურ გადაწყვეტილებას თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოებისათვის:
- მშენებლობის პროექტირება;
- მოწყობილობების წარმოება;
- მონტაჟი და აწყობა;
- საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო სერვისი.

 თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაო - ეს ჩვენი რეგიონისათვის ახალი სიტყვაა, მაგრამ ეს ბიზნესი თანაბრად მიმზიდველია, როგორც ავტო-სამრეცხაო საქმიანობით დაკავებული პროფესიონალებისათვის, ასევე დამწყები მოთამაშეებისათვისაც ამ სფეროში.

 თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოების განთავსება სავაჭრო კომპლექსების, ავტო-ტექმომსახურების ობიექტების, ავტო-სადგომების, ბენზოგასამართი სადგურების ტერიტორიასა და ცენტრალური მაგისტრალების მიმდებარედ - მათი გამოყენების მხოლოდ ზოგიერთი ფორმაა.

 ჩვენს მიერ წარმოებული, რუსეთში, ბელგიაში, უკრაინაში და უკვე საქართველოშიც რეალიზებული, მოქმედი თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოების ფინანსური მაჩვენებლებიდან, მათზე არსებული მოთხოვნილებებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ ამ ბიზნესს დიდ პოტენციალი გააჩნია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ბაზრზე.

 გთავაზობთ გახდეთ მაღალრენტაბელური თვითმომსახურების ავტომატიზირებული ავტო-სამრეცხაოს მფლობელი თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით!

თვითმომსახურების ავტო სამრეცხაო