თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს სარგებლიანობა და უპირატესობები

ახალი მომსახურება ბაზარზე

ევროპაში დიდი გამოცდილების მქონე და სამხრეთ კავკასიაში ჯერ კიდევ აუთვისებელი ახალი მიმართულება ავტო-სამრეცხაო ბიზნესში.

დანახარჯების სწრაფი ამოგება

თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს სადღეღამისო ფუნქციონირება უზრუნველყოფს დანახარჯების სწრაფ ამოგებას 18-დან 30-მდე თვის განმავლობაში, მდებარეობისა და პოსტების რაოდენობიდან გამომდინარე.

მაღალი რენტაბელობა

კლიენტის მიერ თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე მომსახურების შეძენისას თქვენი მოგება ფასის 60-70% შეადგენს.

პერსონალის სიმცირე

თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს ფუნქციონირებისათვის მხოლოდ ერთი ადამიანია საჭირო, რომლის მოვალეობაშიც შედის კლიენტების კონსულტაცია, ვანდალიზმის აღკვეთა და ტერიტორიის დასუფთავება.

უკმაყოფილო კლიენტების არარსებობა

თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე არ არსებობს უკმაყოფილო კლიენტურა, რადგანაც მომხმარებელი თავადვე ასრულებს იმ მომსახურებას, რასაც იძენს.

ფულადი სახსრების სრული კონტროლი

ცნობილია, რომ ნებისმიერ ბიზნესში არსებობს პერსონალის მხრიდან თანხის „მოპარვის“ საშიშროება. თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს შემთხვევაში, პროცესის სრული ავტომატიზაციის ხარჯზე, თქვენ 100%-ანი კონტროლის საშუალება გაგაჩნიათ.