თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს ეკონომიკური მახასიათებლები

კლიენტების რაოდენობის გათვლა

თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს განთავსებისათვის ადგილის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მაჩვენებლები: სამრეცხაოს ერთი პოსტი დასახლებული პუნქტის 5000 მაცხოვრებელზე; დაშორება სხვა თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოსაგან 5 კმ-ზე მეტი; სხვა ტიპის (ხელის, პორტალური და ა.შ.) სამრეცხაოების სიახლოვე გავლენას არ ახდენს.
თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს გამტარუნარიანობა ერთ საათში ერთ პოსტზე 8-მდე ავტომანქანას შეადგენს.
მფლობელი საშუალოდ 12-20-ჯერ რეცხავს წელიწადში საკუთარ ავტომანქანას. შესაბამისად, ქალაქში დარეგისტრირებული ავტომანქანების რაოდენობის მიხედვით შეიძლება განვსაზღვროთ მომავალი თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს პოტენციური კლიენტების რაოდენობა.

მომსახურების ფასები

ერთი ავტომანქანის რეცხვისათვის საჭირო დრო თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე 5-10 წუთს შეადგენს.
ქიმიური საშუალებების, წყლის, ელექტროენერგიის, გაზისა და მომსახურე პერსონალის სახელფასო ხარჯები ჯამურად მომსახურების ფასის 30-40% შეადგენს.
შემოსავლისა და გასავლის ასეთი თანაფარდობა საშუალებას იძლევა თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე რეცხვის 1 წუთის ღირებულება 0,25-0,35 დოლარის ფარგლებში იქნას განსაზღვრული. შესაბამისად კლიენტს მანქანის გარეცხვა 2-3 დოლარი დაუჯდება. ასეთი ფასი ამაღლებს კონკურენტუნარიანობას და ამავდრულად უზრუნველყოფს თქვენი თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს მაღალ შემოსავლიანობას.

Стоимость услуг
საინვესტიციო პორტფელი

სათანადოდ ორგანიზების შემთხვევაში თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს განთავსებისათვის საჭირო ყველა სამშენებლო სამუშაოების ვადა 8-12 კვირას შეადგენს.
სამრეცხაოს პროექტირებისა და საჭირო კომუნიკაციებზე (წყალმომარაგება, კანალიზაცია, ენერგომომარაგება) მიერთების თანხმობების და ნებართვების მიღების ვადები სხვადასხვაა, მათზე გაწეული დანახარჯები კი არცთუ ისე მნიშვნელოვანია მთლიან საინვესტიციო ღირებულებასთან შედარებით.
თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე დამატებითი მომსახურების სახით, როგორც წესი თვითმომსახურების მტვერსასრუტებსაც ამონტაჟებენ; ხოლო სხვა სახის მომსახურების, მაგალითად, სალონის ქიმწმენდის, კაფის და ა.შ. განთავსება, მათზე გაწეული მნიშვნელოვანი ინვესტიციების ადეკვატურ შემოსავლებს, პრაქტიკიდან გამომდინარე, არ იძლევა.

Инвестиционный портфель
ინვესტიციების დაბრუნება

თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს მინიმალურ და მაქსიმალურ შემოსავალზე შემდეგი ფაქტორები ახდენს გავლენას:
- მდებარეობა საცხოვრებელ მასივებთან ან იმ პუნქტებთან, რომლებსაც
- ავტომფლობელები ხშირად სტუმრობენ;
- თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე კლიენტის ადვილად მოხვედრის შესაძლებლობა;
- სამრეცხაოს ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობის ორგანიზაციის მოხერხებული სქემა;
- სწორად წარმართული სარეკლამო კამპანია.

Возврат инвестиций