თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს პროგრამები

 თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე რეცხვის დასაწყებად უშუალოდ სამრეცხაოს პოსტზე განთავსებულ მონეტების მიმღებში უნდა ჩააგდოთ მონეტა და აირჩიოთ შემოთავაზებული პროგრამებიდან ერთ-ერთი:

1 ქაფი
Пена

ავტომანქანის ძარაზე აქტიური ქაფის შეფრქვევა დაბინძურებების დასარბილებლად. საჭიროა ქაფით დაიფაროს ავტომანქანის მთელი ძარა და შემდეგ ერთი-ორი წუთით დალოდება, რათა ქაფი რეაქციაში შევიდეს ჭუჭყთან.
ტემპერატურა: 40°C. წნევა: 20bar.

Пена
2 წყალი+ქაფი
ВОДА+ПЕНА

ავტომანქანის რეცხვა მაღალი წნევის ჭავლით და აქტიური შამპუნის ხსნარის გამოყენებით.
ტემპერატურა: 40°C. წნევა: 120bar.

ВОДА+ПЕНА
3 ცხელი წყალი
ГОРЯЧАЯ ВОДА

ცხელი წყლის მაღალეფექტური გადავლება სარეცხი საშუალებისა და ჭუჭყის მოსაცილებლად.
ტემპერატურა: 40°C. წნევა: 120bar.

ГОРЯЧАЯ ВОДА
4 ცივი წყალი
ХОЛОДНАЯ ВОДА

ცივი წყლის გადავლება სარეცხი საშუალებისა და ჭუჭყის მოსაცილებლად.
ტემპერატურა: 20°C. წნევა: 120bar.

ХОЛОДНАЯ ВОДА
5 ცვილი
ВОСК

ცვილის დატანა ავტომანქანის სუფთა ზედაპირზე. ცვილის პოლიმერული შემადგენლობა ხელს უწყობს სწრაფ გაშრობას, იძლევა ბზინვარების ეფექტს და იცავს ავტომანქანის ძარის ლაქ-საღებავიან ზედაპირს. ამ პროგრამის გამოყენების შემდეგ წყალი და ჭუჭყი ადვილად აღარ ჩერდება ავტომანქანის ძარასა და მინებზე. ცვილის დატანის შემდგომ საჭიროა ძარაზე წყლის გადავლება (რეკომენდირებულია პროგრამა 6-ის გამოყენება).
ტემპერატურა: 20°C. წნევა: 120bar.

ВОСК
6 ოსმოს წყალი
ОСМОС ВОДА

დემინერალიზებული წყლით საბოოლო გადავლება, რათა არ დარჩეს ლაქები და ნაღვენთები. ამ პროგრამის გამოყენების შემდეგ ავტომანქანის გამშრალება აუცილებელი არ არის, რადგანაც წყლის გაშრობის შემდეგ ლაქები არ დარჩება.
ტემპერატურა: 20°C. წნევა: 120bar.

ОСМОС ВОДА
7 გამწმენდი (ფხვნილის ტექნოლოგია, ოპცია)
ОЧИСТИТЕЛЬ

ავტომანქანის რეცხვა აქტიური შამპუნის ხსნარის გამოყენებით, მაღალი წნევი ქვეშ, მდგრადი დაბინძურების მოსაშორებლად.
ტემპერატურა: 50°C. წნევა: 120bar.

ОЧИСТИТЕЛЬ
8 მწერების მოსაშორებელი საშუალება (ოპცია)
CРЕДСТВО ОТ НАСЕКОМЫХ

ავტომანქანის რეცხვა მაღალი წნევი ქვეშ, მწერებისაგან დარჩენილი ნაკვალევის მოსაშორებელი მაღალეფექტური ხსნარის საშუალებით.
ტემპერატურა: 40°C. წნევა: 120bar.

CРЕДСТВО ОТ НАСЕКОМЫХ
9 STOP
СТОП

ამ ოპციით ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნებისმიერი არჩეული პროგრამის შეჩერება ან დამთავრება.

СТОП

 თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე პროგრამების არჩევა ნებისმიერი თანმიმდევრობით არის შესაძლებელი. ამასთანავე, რეცხვის პროცესში შესაძლებელია ნებისმიერი პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადართვა, ისე რომ დარჩენილი დრო არჩეული პროგრამის შესაბამისად ავტომატურად და პროპორციულად გადანაწილდეს.
 რეცხვა (იმის მიხედვით, თუ რომელი პროგრამაა არჩეული) ხორციელდება ორიდან ერთ-ერთი „პისტოლეტის“ მეშვეობით:
ლურჯი პისტოლეტი გამოიყენება მხოლოდ ქაფის შესაფრქვევად (პროგრამა 1);
შავი პისტოლეტი გამოიყენება რეცხვის ყველა სხვა დანარჩენი პროგრამისათვის.