თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს სახეობები

 კლიენტის სურვილის მიხედვით და ობიექტური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიძლება დამზადდეს ორი ტიპის თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაო:

კონტეინერული ტიპის თვითმომსახურების
ავტო-სამრეცხაო

თვითმომსახურების ავტო სამრეცხაო

ამ ტიპის ავტო-სამრეცხაო შედგება მსუბუქი კონსტრუქციის კარკასისაგან და მოწყობილობების გასანთავსებებელი შენობისაგან.
ასეთი სამრეცხაოს თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მთელი მოწყობილობა მონტაჟდება ერთ სათავსოში, სადაც, აგრეთვე, განლაგებულია ტექნიკური ოთახი, კომუნიკაციები და სხვა. სამრეცხაოს პოსტებს სწორედ ამ სათავსოდან მიეწოდება მილების საშუალებით წყალი და ქიმია.
ყოველ პოსტზე განლაგებულია პანელები, რომელთა საშუალებით ხდება მონეტების მიღება და რეცხვის პროგრამების არჩევა.
კონტეინერული ტიპის თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე პოსტების რაოდენობა შესაძლებელია იყოს 2-დან 10-მდე.

მოდულური ტიპის თვითმომსახურების
ავტო-სამრეცხაო

Модульная автомойка

ამ ტიპის ავტო-სამრეცხაო შედგება მსუბუქი კონსტრუქციის კარკასისაგან და ტექნიკური მოდულისაგან, რომელშიც განთავსებულია სამრეცხაოს მოწყობილობები და მართვა.
ასეთი სამრეცხაოს თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მთელი მოწყობილობა მონტაჟდება უჟანგავი ლითონისაგან დამზადებულ ტექნიკურ კარადებში, საიდანაც წყალი და ქიმია მილების საშუალებით მიეწოდება ყველა პოსტს.
ამ ტიპის სამრეცხაოზე თითოეული ტექნიკური მოდული ორ პოსტზეა გათვალისწინებული და ამ პოსტებს შორის არის განთავსებული. პოსტების მინიმალური რაოდენობაა - 2, მაქიმალური კი შეზღუდული არ არის. მონეტების მიმღებიც და პროგრამების ასარჩევი პულტიც უშუალოდ ტექნიკურ მოდულშია განთავსებული, თუმცა, შეკვეთის შემთხვევაში, მათი განცალკევებით დაყენებაც შეიძლება.
ტექნიკურ მოდულის დადგმა სათავსოშიც არის შესაძლებელი და მაშინ ერთ ასეთ მოდულს სამი პოსტის მომსახურება შეუძლია.