აქსესუარები თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოსათვის

  კლიენტის სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაო შეიძლება აღიჭურვოს შემდეგი დამატებითი აქსესუარებით:

წყლის „დარბილების“ მოწყობილობა.
ემსახურება წყლის სიხისტის დაწევას. მოქმედების პრინციპი დამყარებულია წყალში შემავალი ხისტი მარილების რბილით შეცვლაზე. უზრუნველყოფს რეცხვის უკეთეს ხარისხს და ქიმიური საშუალებების ეკონომიურ მოხმარებას.

უკუ-ოსმოსის დანადგარი.
ემსახურება მინერალებისა და მარილებისაგან წყლის სრულ გასუფთავებას. ოსმოტური წყალი გაშრობის შემდეგ ავტომანქანის ძარაზე არ ტოვებს თეთრ ლაქებსა და ნაღარებს.

პანტოგრაფები.
პანტოგრაფი წარმოადგენს ძელს, რომელიც მაგრდება სამრეცხაოს პოსტის ჭერზე და ბრუნავს 360°.

მაღალი და დაბალი წნევის პისტოლეტები.
შუბი და მფრქვევანა დამზადებულია უჟანგავი ფოლადისაგან, ბუნიკი კი - რეზინანარევი პლასტმასისაგან.

პისტოლეტის სახელური.
მცირე წონის მქონე ერგონომიური სახელური მოხერხებულია ხელში პისტოლეტის საიმედოდ დასაჭერად და იოლი მოხმარებისთვის.

კაპარჭი.
სპეციალური კაპარჭები გამოიყენება პისტოლეტების ჩასადებად და ANTIFROST სისტემის გამართულად მუშაობისათვის.

ხელსაბანი.
უჟანგავი კორპუსი, იოლი მონტაჟი და დემონტაჟი, დასამაგრებლად სასურველია ბეტონის იატაკი.

თვითმომსახურების მტვერსასრუტი.
უჟანგავი კორპუსი, უჟანგავი ფოლადის ავზი, მილის დამჭერი სისტემა, ტურბინა 20 000 მოტო საათზე, მონეტების მიმღები, ელექტრონული ტაბლო, დამკვეთის სურვილის მიხედვით დაპროგრამირება. შესაძლებელია საფირმო დაბრენდვა.

მონეტების დამხურდავებელი.
უჟანგავი კორპუსი, ბანკნოტების მიმღები, ელექტრონული ტაბლო, დამკვეთის სურვილის მიხედვით დაპროგრამირება. შესაძლებელია საფირმო დაბრენდვა.

მართვის პულტი სამრეცხაოს პოსტზე.
უჟანგავი კორპუსი, მონეტების მიმღები, ელექტრონული ტაბლო, პროგრამის არჩევის ღილაკები, დამკვეთის სურვილის მიხედვით დაპროგრამირება. შესაძლებელია საფირმო დაბრენდვა.

მტვერსასრუტის ავზი.
ავზი დამზადებულია უჟანგავი ლითონისაგან და გააჩნია თვლები მარტივად ამოღებისათვის.

მტვერსასრუტის განათება.
თვითმომსახურების მტვერსასრუტი შეიძლება აღჭურვილი იქნას სანათით, რომელზეც შეიძლება სარეკლამო მასალის განთავსება.

ხალიჩების საბერტყი.
ალუმინის ან უჟანგავი კორპუსი, შეიძლება სარეკლამო მასალის განთავსება, იოლი მონტაჟი და დემონტაჟი.

სანაგვე ყუთი.
ალუმინის, პლასტმასის ან უჟანგავი კორპუსი, შეღებილი პოლიმერით. შეიძლება სარეკლამო მასალის განთავსება