კონტეინერული ტიპის თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაო

თვითმომსახურების ავტო სამრეცხაო

 ამ ტიპის ავტო-სამრეცხაო შედგება მსუბუქი კონსტრუქციის კარკასისაგან და მოწყობილობების გასანთავსებებელი შენობისაგან.
 ასეთი სამრეცხაოს თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მთელი მოწყობილობა მონტაჟდება ერთ სათავსოში, სადაც, აგრეთვე, განლაგებულია ტექნიკური ოთახი, კომუნიკაციები და სხვა. სამრეცხაოს პოსტებს სწორედ ამ სათავსოდან მიეწოდება მილების საშუალებით წყალი და ქიმია.
 ყოველ პოსტზე განლაგებულია პანელები, რომელთა საშუალებით ხდება მონეტების მიღება და რეცხვის პროგრამების არჩევა.
 კონტეინერული ტიპის თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე პოსტების რაოდენობა შესაძლებელია იყოს 2-დან 10-მდე.
 დახურულ პოსტებზე (რომელთა სიგანე არის 5 მ, სიგრძე კი - 6 მ) შესაძლებელია 2,70 მ-მდე სიმაღლის ავტომანქანების რეცხვა, ხოლო ღია პოსტებზე - 4,20 მ-მდე სიმაღლის ავტომანქანებისა.

თვითმომსახურების ავტო სამრეცხაო თვითმომსახურების ავტო სამრეცხაო
კასრკასი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისაგან.
ტიხრები - შუშა, პოლიკარბონატი ან ვინილი.
გადახურვა - პოლიკარბონატი.
კარკასი დამზადებულია ცხელი მეთოდით მოთუთიებული ლითონისაგან.
მოპირკეთებულია ალუმინის კომპოზიტური პანელებით.
გადახურვა - პროფნასტილი.
პოსტების აღჭურვილობა:
- პროგრამის ასარჩევი პულტი მონეტების მიმღებით
- 360°-ით მბრუნავი ორმაგი კონსოლი
- ქაფის პისტოლეტი
- მაღალი წნევის პისტოლეტი
- ავტონომიური განათება
- ANTIFROST სისტემა (ოპცია)
- იატაკის გათბობა (ყინვის დროს)

თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე განთავსებულია:

გარე მოწყობილობები (თითოეულ პოსტზე):
- რეცხვის პროგრამების ასარჩევი პულტი:
• უჟანგავი ლითონის ყუთი
• რეცხვის პროგრამების (სამიდან შვიდ რეცხვის პროგრამამდე) ასარჩევი ღილაკების ბლოკი
• მონეტების ან/და ბანკნოტების მიმღები
• საინფორმაციო ტაბლო
- ლურჯი ფერის ქაფის პისტოლეტი (მხოლოდ პროგრამა - „ქაფი“-ს, გამოსაყენებლად)
- შავი ფერის მაღალი წნევის პისტოლეტი (ყველა სხვა დანარჩენი პროგრამის გამოსაყენებლად)
- უჟანგავი ლითონის ორმაგი კონსოლი
- მაღალი და დაბალი წნევის მაგისტრალები, პნევმო მაგისტრალი.

შიდა მოწყობილობა:
- უჟანგავი ჩარჩო
- სამრეცხაოს მართვის ელექტრონული ბლოკი
- მაღალი წნევის კვანძი (მაღალი წნევის ტუმბო და ელექტროძრავა)
- კოლექტორი ელექტრონული სარქველებით
- სისტემა «BY-PASS»
- სარეცხი საშუალებების დოზირების მოწყობილობა
- წყლის დამარბილებელი სისტემა
- უკუ-ოსმოსის დანადგარი

* აუცილებელია წყლის გასცხელებელი კვანძი, რომელიც არ შედის კოპლექტში, რადგანაც წყლის გაცხელების მეთოდი ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.
პოსტის ზომა: 5მ х 6მ
სამშენებლო მოედანი 1 პოსტი: 170მ
ელექტროენერგია/პოსტზე: 8კვტ
წყლის მოხმარება: 12ლ/წთ
რეცხვის წნევა: 40-120 ბარი
რეცხვის პროგრამები: 3-დან 8-მდე
წყლის ჩადინება სთ-ში: 0,9 კუბ.მ
წყლის ჩადინება დღიური: 4 კუბ.მ
* სამრეცხაოს ერთ პოსტზე გადაანგარიშებით
• მონეტების დამხურდავებელი აპარატი
• ვიდეო-მეთვალყურეობა
• ხელსაბანი
• თვითმომსახურების მტვერსასრუტი
• ხალიჩების საწმენდი
• დამატებითი პროგრამები
- დისკების რეცხვა
- მწერების მოშორება