რა არის თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაო?

 თვითმომსახურების ავტო-სამრეცხოს ორგანიზების პრინციპი დაფუძნებულია სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე განთავსებული, ავტომობილის მოვლისათვის საჭირო, დანადგარების კლიენტისათვის გამოსაყენებლად შეთავაზებაზე.
 თვითმომსახურების სამრეცხაოს პოსტებზე, პროცესის მაღალი ავტომატიზაციისა და პერსონალის არ არსებობის შედეგად, როგორც წესი, რეცხვის ფასები საკმაოდ დაბალია ჩვეულებრივ ავტო-სამრეცხაოებთან შედარებით. აქ კლიენტი თავადვე ასრულებს ავტომობილის რეცხვისა და გამშრალებისათვის საჭირო ყველა პროცედურას და ეს გარემოება, არა მხოლოდ თანხის ეკონომიაზე ორიენტირებულ მომხმარებლებს იზიდავს, არამედ იმ ავტომფლობელებსაც, რომელთაც სურთ მაქსიმალურად ხარისხიანად და დელიკატურად მოუარონ საკუთარ ავტომობილს.
 ასეთი ტიპის ავტო-სამრეცხაოების აგება სტანდარტული მსუბუქი კონსტრუქციული ელემენტების ბაზაზე, მოკლე დროში და ერთიან სტილშია შესაძლებელი, რის გამოც, სამრეცხაოზე პოსტების რაოდენობა მხოლოდ დამკვეთის სურვილსა და მიწის ნაკვეთის სიდიდეზეა დამოკიდებული.
 ეს ყველაფერი იძლევა შესაძლებლობას, სხვადასხვა ზომის, გარეგნული ფორმისა და წარმადობის ავტო-სამრეცხაოების კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე განთავსებისათვის.

თვითმომსახურების ავტო სამრეცხაო